მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იმედი გვქონდა, რომ ეს აღარ დადგებოდა დღის წესრიგში - ოლაფ შოლცი "რუსულ კანონზე"

კობახიძე შოლცი

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი იმედოვნებს, რომ საქართველოს პარლამენტი ე.წ. რუსულ კანონს არ მიიღებს. როგორც მან ირაკლი კობახიძესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას აღნიშნა, გერმანია, ისევე როგორც მთელი ევროკავშირი ამ კანონის მიმართ კრიტიკულად არის განწყობილი.

„ჩვენ ძალიან კრიტიკულად ვუყურებთ, ისევე როგორც მთელი ევროკავშირი, აგენტების შესახებ კანონს. მას შემდეგ, რაც ეს კანონი შეჩერდა, დიდი იმედი გვქონდა, რომ ის აღარ დადგებოდა დღის წესრიგში. ახალი კანონპროექტი პრაქტიკულად არ შეცვლილა, ის თითქმის იგივეა, რაც შარშან და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ კანონს არ მიიღებს საქართველო და პარლამენტი გაითვალისწინებს კრიტიკულ პოზიციას ჩვენსასაც და საქართველოს მოსახლეობისასაც. ჩვენს საუბარში კიდევ ერთხელ გავუსვი ხაზი სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობას და ოპოზიციის და მთავრობის თანამშრომლობას, რომელიც განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია”, - განაცხადა ოლაფ შოლცმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერი გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ერთობლივ პრესკონფერენციამდე გერმანიის კანცლერის და ირაკლი კობახიძის შეხვედრა გაიმართა.

ქართული დელეგაციის შემადგენლობაშია არიან საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები