მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

წელს, 2 თვეში საქართველოში პლასტმასის ჭურჭლის იმპორტი 26.5%-ით შემცირდა|სად ვყიდულობთ?

პლასტიკი

2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში პლასტმასის ჭურჭლის იმპორტი შემცირდა.

უფრო კონკრეტულად, მიმდინარე წლის 2 თვის მონაცემებით, საქართველოს 625 ტონა პლასტმასის ჭურჭელში $2.4 მილიონი აქვს გადახდილი. მაშინ, როდესაც 2025 წლის პირველ ორ თვეში იმპორტის მოცულობა $3.3 მილიონს შეადგენდა, ხოლო მოცულობა - 857 ტონას აღწევდა.

შედეგად, მიმდინარე წელს პლასტმასის ჭურჭლის იმპორტი ღირებულებაში 26.5%-ით, ხოლო რაოდენობრივად 27%-ით შემცირდა.

წელს, 2 თვის მონაცემებით, იმპორტიორ ქვეყნებს შორის ლიდერობს თურქეთი, საიდანაც საქართველოში $985 ათასის ღირებულების 270 ტონა პროდუქცია შემოვიდა. მას მოსდევს ჩინეთი - $818 ათასი და 261 ტონა.

სხვა ძირითადი მომწოდებელი ქვეყნებია:

  • უკრაინა - $194 ათასი, 21 ტონა;
  • რუსეთი - $91 ათასი, 7 ტონა;
  • ირანი - $61 ათასი, 36 ტონა;
  • გერმანია - $50 ათასი, 1 ტონა;
  • საფრანგეთი - $45 ათასი, 8 ტონა;
  • იტალია - $43 ათასი, 3 ტონა;
  • ჩეხეთი - $42 ათასი, 1 ტონა;
  • პოლონეთი - $21 ათასი, 3 ტონა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები