მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს ახალი ყურძნის იმპორტი გაიზარდა, ექსპორტი კი შემცირდა - სად ვყიდულობთ სუფრის ყურძენს?

სუფრის ყურძენი

2023 წლის პირველი 10 თვის განმავლობაში საქართველოში ახალი, იგივე სუფრის ყურძნის იმპორტი გაიზარდა.

ოფიციალური სტატისტიკით ქვეყანაში 2 მილიონ 518 ათასი დოლარის ღირებულების 2 477 ტონა ყურძენი შემოვიდა. ღირებულებით იმპორტი 86.3%-ით, მოცულობით კი 68.7%-ით გაიზარდა.

უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წლის შემდეგ 10 თვის ჭრილში, ახალი ყურძნის იმპორტი ქვეყანაში მზარდია:

2020 წელი - $631 ათასი, 676 ტონა;

2021 წელი - $974 ათასი, 1 207 ტონა;

2022 წელი - $1.3 მლნ, 1 468 ტონა;

2023 წელი - $2.5 მლნ, 2 477 ტონა.

საქართველოს ახალი ყურძენს ძირითადად 5 ქვეყანა აწვდის, თუმცა აქედან დიდი წილი სომხეთზე მოდის. 10 თვეში საიმპორტო ქვეყნების რეიტინგი ასეთია:

  1. სომხეთი - $1.8 მლნ, 1 959 ტონა;
  2. თურქეთი - $381 ათასი, 403 ტონა;
  3. ნიდერლანდები - $239 ათასი, 71 ტონა;
  4. აზერბაიჯანი - $21 ათასი, 25 ტონა;
  5. რუსეთი - $17 ათასი, 18 ტონა.

იმპორტისგან განსხვავებით ახალი ყურძნის ექსპორტი წელს შემცირებულია. 10 თვის მონაცემებით, სულ საზღვარგარეთ 963 ათასი დოლარის 787 ტონა ყურძენი გავყიდეთ. გასულ წელს ეს რიცხვი 1 მილიონ 130 ათას დოლარს აღწევდა, მოცულობა კი 1 313 ტონა იყო.

ახალი ყურძენი საქართველოდან რუსეთში (876 ათასი დოლარი, 727 ტონა), სომხეთში (66 ათასი დოლარი, 19 ტონა) და ყაზახეთში (20 ათასი დოლარი, 40 ტონა).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები