მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

წელს, ბათუმის პორტიდან ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირება 15%-ით შემცირდა

ბათუმის პორტი

ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით გაიზარდა, ბათუმის პორტიდან კი შემცირდა, - 2025 წლის I ნახევრის შედეგები „ყაზტრანსოილმა“ შეაჯამა.

ყაზახური ნავთობკომპანიის მონაცემებით, წელს 6, თვეში აქთაუს პორტში ტანკერებში 1.784 მლნ ტონა ნავთობი ჩაიტვირთა, რაც 5%-ით მეტია 2024 წლის პირველი ნახევრის მაჩვენებელზე. მათ შორის, 785 ათასი ტონა ყაზახური ნავთობი „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ მილსადენში გადამისამართდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12%-ით მეტია.

კლებაა „ბათუმის პორტის“ გავლით ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირების მაჩვენებელში. კერძოდ, "ბათუმის ნავთობტერმინალის“ მეშვეობით ნავთობის, ნავთობპროდუქტების და გაზის გადატვირთვის მოცულობამ 805 ათასი ტონა შეადგინა, რაც 15%-ით ნაკლებია 2024 წლის პირველი ნახევრის შედეგზე. „ყაზტრანსოილის“ მონაცემებით, შემცირება ზოგიერთი პარტიის გადაზიდვის გადავადებამ განაპირობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები