მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს დავოსის ფარგლებში საქართველოს სატრანსპორტო-ლოგისტიკურ პოტენციალზე ვსაუბრობთ - დავითაშვილი

ლევან დავითაშვილი ევროკავშირი
17.01.24 15:57
219

წლევანდელი დავოსის ფარგლებში ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს სატრანსპორტო-ლოგისტიკურ პოტენციალზე და ასევე იმ ინვესტიციებზე, რომ ეს შესაძლებლობები კიდევ უფრო გაიზარდოს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დავოსში განაცხადა.

მისი თქმით, ალტერნატიული მომარაგების მარშრუტები, ტრანსპორტისა და დასაწყობების სფერო გასული წლის დავოსის ფორუმის ერთ-ერთი აქტუალური თემაც იყო.

„გასული წლის დავოსის ერთ-ერთი აქტუალური თემაც იყო ალტერნატიული მომარაგების მარშრუტები, ტრანსპორტისა და დასაწყობების სფერო. ამაზე ჩვენ გვქონდა პანელური დისკუსიებიც და შეხვედრებიც მსოფლიოს წამყვან მოთამაშეებთან, რა თქმა უნდა, ეს აქტუალობას არც 2024 წელს არ კარგავს და საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია შუა დერეფნის განვითარება. ეს იქნება აქტუალური საკითხი მთელი წლის განმავლობაში და შემდეგ წლებშიც. გვექნება არაერთი შეხვედრა და დიალოგი, როგორც პოლიტიკურ დონეზე, ისე ბიზნესწრეებთან. წლევანდელი დავოსის ფარგლებშიც ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს სატრანსპორტო-ლოგისტიკურ პოტენციალზე, შესაძლებლობებზე და ასევე იმ ინვესტიციებზე, რომ ეს შესაძლებლობები კიდევ უფრო გაიზარდოს. ამიტომ, ჩვენ გვაქვს ამ მიმართულებითაც წამყვან მოთამაშეებთან ინტენსიური შეხვედრები“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები