წელს ელექტროენერგიის ტრანზიტი განახევრდა. მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველოს გავლით თურქეთში თითქმის 1.1 მილიარდი კვტ.სთ ელექტროენერგია გავიდა ტრანზიტზე.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს გადამცემი ხაზები ტრანზიტისთვის თითქმის სრულად აზერბაიჯანმა გამოიყენა თურქეთში ელექტროენერგიის გასაყიდად, მხოლოდ 60 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია გაიტანა სომხეთმა თურქეთში.
2023 წელს საქართველოს გავლით რეკორდული მოცულობის ელექტროენერგია გავიდა ტრანზიტზე - 3.4 მილიარდი კვტ.სთ.
აზერბაიჯანთან, სომხეთთან და რუსეთთან ერთად საქართველოს წილი თურქეთში ელექტროენერგიის იმპორტის კუთხით, თითქმის 30% იყო.