ეროვნული ბანკის ინფორმაციით, წელს ათ თვეში ევროკავშირის წილი ფულად გზავნილებში 44.7%-ია, რაც რეკორდული მაჩვენებელია. გასულ 2024 წელს ევროკავშირის წილი საქართველოს ფულად გზავნილებში თითქმის 43% იყო, 2023 წელს კი - 31.5%.
2025 წლის 10 თვის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკამ უცხოეთიდან 3 მილიარდი დოლარის ფულადი გზავნილები მიიღო. ეს თანხა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 200 მილიონი დოლარით, ანუ 7%-ით არის გაზრდილი.
ქვეყნების ჯგუფების მიხედვით, საქართველომ ევროკავშირიდან 1.3 მილიარდი დოლარის გზავნილები მიიღო, რაც წლიურად 13%-ით არის გაზრდილი, აშშ-დან კი გზავნილები 20%-ით გაიზარდა და 561 მილიონ დოლარს მიაღწია.
რუსეთიდან კი ფულადი გზავნილები 20%-ით შემცირდა და ის 2025 წლის 10 თვეში 386 მილიონი დოლარი იყო.
2025 წლის 10 თვეში ფულადი გზავნილები ქვეყნების მიხედვით:
| # | ქვეყანა | 2025 წლის 10 თვეში | სხვაობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან |
| 1 | აშშ | $561 მილიონი დოლარი; | 20% |
| 2 | იტალია | $512 მილიონი დოლარი; | 9% |
| 3 | რუსეთის ფედერაცია | $386 მილიონი დოლარი; | -20% |
| 4 | გერმანია | $261 მილიონი დოლარი; | 19% |
| 5 | საბერძნეთი | $241 მილიონი დოლარი; | 11% |
| 6 | ისრაელი | $228 მილიონი დოლარი; | 12% |
| 7 | თურქეთი | $92 მილიონი დოლარი; | 10% |
| 8 | ყირგიზეთი | $83 მილიონი დოლარი; | 43% |
| 9 | ესპანეთი | $77 მილიონი დოლარი; | 32% |
| 10 | ყაზახეთი | $70 მილიონი დოლარი; | -31% |




























