მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს, გლობალურად სამშენებლო მასალებზე მოთხოვნის შემცირებაა მოსალოდნელი - თიბისი კაპიტალი

მშენებლობა

მოსალოდნელია, რომ წელს, გლობალურად სამშენებლო მასალებზე მოთხოვნა შემცირდება, - ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ სამშენებლო მასალების ინდუსტრიის მიმოხილვაშია აღნიშნული. მიმოხილვის მიხედვით, ეს განპირობებული იქნება რიგი ქვეყნების ფისკალური ბიუჯეტის დამტკიცების შეფერხებებით, რამაც შეანელა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების პროგრესი.

მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ 2024 წლის განმავლობაში, სამშენებლო მასალების მსოფლიო ბაზრის 2-3%-იანი შემცირებაა მოსალოდნელი. შესაბამისად, მიმდინარე წელი გამოწვევების იქნება მწარმოებლებისა და დისტრიბუტორებისთვის. თუმცა მომდევნო წლებში მოსალოდნელია მოთხოვნის ზრდა.

„საჯარო სექტორის გაზრდილმა დანახარჯებმა და გაუმჯობესებულმა ეკონომიკურმა პროგნოზებმა უნდა განაპირობოს სექტორის აღდგენა, კერძოდ, ანალიტიკოსები პროგნოზირებენ 4.5%-5.0%-იან ზრდას 2025 წელს და 5.0%-5.5%-იან ზრდას 2026 წელს“, - აღნიშნულია თიბისი კაპიტალის მიმოხილვაში.

რაც შეეხება გლობალურ ტენდენციებს სამშენებლო სექტორში, თიბისი კაპიტალი აღნიშნავს, რომ ამ მხრივ ხაზგასასმელია დეკარბონიზაცია, გაციფრულება და ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ზრდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები