წელს მასიურად გაფუჭდა ვაშლი, მოსახლეობა ცდილობდა ხეხილის გადარჩენას, მაგრამ ვერაფერი შეძლო, მე თვითონ 16-ჯერ ვუწამლე ბაღებს, მაგრამ მოსავლის 42%-ს ვერაფერი ვუშველე, - ამის შესახებ „კულას“ დამფუძნებელმა, ივანე გოგლიძემ BMGTV-ის გადაცემა „რედაქტ2“-ში სტუმრობისას ისაუბრა.
„გასულ წელს 170 ათასი ტონა ვაშლი მოვიდა, თუმცა წელს გაფუჭდა ხილი და ვარაუდობენ, რომ მოსავალი 100 - 120 ათასი ტონა ინება, აქედან 50 ატასი ტონა გადასამუშავებელია. ეს გამოიწვია იმან, რომ სეტყვა იყო. სეტყვის საწინააღმდეგო ბადეებიც გადაფარებული აქვთ, კიდეც წამლავენ, მაგრამ არ შველის. 12-ჯერ შეწამლეს ვაშლი, თუმცა ამ შეწამვლის მეორე დღეს წვიმა მოვიდა და ჩამორეცხა. ანუ ამით იმის თქმა მინდა, რომ პროცესს ვერ შეაჩერებ, გარემო პირობების გამო. ჩვენ საკუთარი ბაღები გვაქვს და 16-ჯერ შევწამლეთ, მაგრამ ეს სერიოზულ ფინანსურ საკითხებს უკავშირდება. წელს მასიურად გაფუჭდა ვაშლი, მოსახლეობა ცდილობდა გადარჩენას, მაგრამ ვერაფერი შეძლო. მე თვითონ 16-ჯერ ვუწამლე, მაგრამ მოსავლის 42%-ს ვერაფერი ვუშველე“, - განაცხადა გოგლიძემ.
რაც შეეხება ვაშლის ჩაბარებას და სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამას, რომელიც აწი იწყება. ივანე გოგლიძე სუბსიდირების მომხრეა, თუმცა მხოლოდ იქამდე, ვიდრე გლეხებს ამის საჭიროება ექნებათ.
„სუბსიდირებას აქვს თავისი პლიუსებიც და მინუსებიც. უფრო მეტად ვფიქრობ, ეს არის ჩემთვის ზემდეტი თავის ტკივილი. რადგან რამდენიმე ორგანიზაციის წარმომადგენელი უნდა იჯდეს სხვადასხვა ორგანიზაციებისგან. სამუშაო საათები აქვთ 9-დან 6 საათამდე, სჭირდებათ კომპიუტერები და ა.შ. ეს ყველაფერი არის მინუსები, რაც ახლავს პროგრამას. რაც შეეხება პლიუსებს, ვფიქრობ, ჩვენი მეშვეობით სახელმწიფო ზრუნავს ფერმერებზე. ჩვენს შემთხვევაში სუბსიდირება მასტიმულირებელი არ არის, რადგან თუ არ დაასუბსიდირებს მთავრობა, ვაშლს ჩავიბარებთ მხოლოდ 14 თეთრად, ან იმ ფასად, რა შესაძლებლობაც გვექნება“,- ამბობს გოგლიძე.