მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს მომხმარებლის უფლებების დარღვევისთვის 14 მოვაჭრეს 11 300 ლარის ჯარიმა დაეკისრა - კონკურენციის სააგენტო

ვაჭრობა

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო მომხმარებლის დაცვის მიმართულებით სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან აპრილის თვის ჩათვლით, სააგენტოში მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 300 განაცხადი დაფიქსირდა.

აღნიშნულ პერიოდში, სააგენტოს გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 18 დარღვევის ფაქტი დადასტურდა 31 საქმეზე. ასევე, სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 14 მოვაჭრეს 19 საქმეზე ჯარიმა დაეკისრა ჯამში 11 300 ლარი.

მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 50 საქმეზე - 46 შეთანხმება გაფორმდა, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, მათი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა.

"მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 68% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხება, ხოლო 32% ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. რეგიონების მიხედვით, 88%-ით თბილისი ლიდერობს, შემდეგ ადგილს იკავებს აჭარა 3%, რომელსაც მოჰყვება იმერეთი და კახეთის რეგიონები.

მომხმარებლის მიერ სააგენტოში შემოსული განაცხადების მიხედვით, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე ფიქსირდება 95, ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან დაბრუნებაზე 91, ნაკლოვანი მომსახურებისას უფლების აღდგენაზე 52, დადგენილ ვადაში საქონლის მიწოდებაზე 16, ნივთის უპირობოდ დაბრუნებაზე 14, ხოლო სხვა დანარჩენი 32.

საანგარიშო პერიოდში, 72%-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებს; ტრანსპორტი და დასაწყობება 11%-ს; ხელოვნება, გართობა და დასვენება 4%; ხოლო სხვა სახის საქმიანობა 13%-ს",- ნათქვამია სააგენტოს ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები