მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

წელს, მთავრობა უცხოეთიდან 600 მილიონის ბიუჯეტის მხარდამჭერ კრედიტებს ელის, 7 თვეში ₾74 მლნ მიიღო

ევრო

მიმდინარე წელს, „ქართული ოცნების“ მთავრობა უცხოეთიდან 600 მლნ ლარის ბიუჯეტის მხარდამჭერ კრედიტებს ელის, 7 თვეში სახელმწიფო ბიუჯეტში ₾74 მლნ ჩამოირიცხა.

ფინანსთა სამინისტროს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 7 თვის ანგარიშიდან ირკვევა, რომ შესაბამისად, შესრულება წლიური გეგმის მიმართ 12.4%-ია, ხოლო 9 თვის გეგმის (300 მლნ ლარი) მიმართ - 24.7%.

აღსანიშნავია, რომ „ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტები“ ნაწილია 1,825,850,000 ლარის საგარეო ვალის, რომლის სესხებაც წელს მთავრობას აქვს დაგეგმილი.

გარდა ამისა, საგარეო ვალი/ვალდებულებები მოიცავს საინვესტიციო გრძელვადიან შეღავათიან კრედიტებს, რომელსაც მთავრობა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტისთვის იღებს და ხაზინის მონაცემებით, 7 თვეში ბიუჯეტში 427,176,085 ლარი ჩამოირიცხა, რაც წლიური გეგმის (1,225,850,000 ლარი) 34.8%-ია, ხოლო ცხრა თვის გეგმის (818,752,982 ლარი) – 52.5%.

მთლიანობაში, იანვარ-ივლისში სახელმწიფო ბიუჯეტში საგარეო ვალის სახით 501,424,322 ლარი შევიდა, რაც წლიური გეგმის 27.5%-ია, ხოლო ცხრა თვის გეგმის მიმართ შესრულება 44.8%-ია.

რაც შეეხება საშინაო ვალის აღების მიმართულებით არსებულ მდგომარეობას, ხაზინის მონაცემებით, წელს მთავრობა 1,600,000,000 ლარის ახალი საშინაო ვალის აღებას გეგმავს, 7 თვეში კი ისესხა 892,217,469 ლარი, რაც წლიური გეგმის 55,8%-ია.

მთლიანობაში, წელს საქართველო 3,425,850,000 ლარის საშინაო და საგარეო ვალის აღებას გეგმავს. 7 თვის მონაცემებით, ბიუჯეტში უკვე ჩამოირიცხა 1,393,641,791 ლარი, რაც წლიური გეგმის 40.7%-ია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები