საქართველოში მოქმედმა 19-მა კომერციულმა და მიკრო ბანკმა 5 თვეში 1.3 მილიარდ ლარამდე მოგება მიიღო.
ეროვნული ბანკის სტატისტიკით, მიმდინარე წლის იანვარ-მაისში 19 ბანკიდან 5 ზარალზე, ხოლო 14 მოგებაზე გავიდა.
წმინდა მოგებით ბაზრის ლიდერი "საქართველოს ბანკია", რომელსაც "თიბისი" და "ლიბერთი" მოსდევს. აღსანიშნავია, რომ სექტორის მთლიანი მოგების 90% ორ ბანკზე მოდის - "საქართველოს ბანკის" და "თიბისის" ჯამური მოგება 1.1 მილიარდ ლარს აჭარბებს.
ყველაზე დიდი ზარალი კი "ვითიბი ბანკს" აქვს, რომელსაც ოპერირება 2022 წლის თებერვალში დაწესებული საერთაშორისო სანქციების გამო ფაქტობრივად შეზღუდული აქვს.
2025 წლის 5 თვეში სექტორის მიერ მიღებული 1 272 865 000 ლარის წმინდა მოგება კომპანიების მიხედვით ასე ნაწილდება:
• საქართველოს ბანკი - 655.849 მლნ
• თიბისი ბანკი - 485.715 მლნ
• ლიბერთი ბანკი - 51.493 მლნ
• ბაზის ბანკი - 40.267 მლნ
• კრედო ბანკი - 31.633 მლნ
• ქართუ ბანკი - 18.208 მლნ
• პროკრედიტ ბანკი - 12.623 მლნ
• ტერაბანკი - 10.949 მლნ
• ხალიკ ბანკი 6.789 მლნ
• მიკრობანკი კრისტალი - 6.240 მლნ
• იშ ბანკ - 6.057 მლნ
• ზირაათ ბანკი - 2.201 მლნ
• მიკრობანკი ემბისი - 1.013 მლნ
• პაშაბანკი - 0.119 მლნ
• ვითიბი ბანკი - ზარალი (-43.215 მლნ)
• სილქ ბანკი - ზარალი (-8.907 მლნ)
• ჰეშბანკი - ზარალი (-3.735 მლნ)
• პეისერა - ზარალი (-0.362 მლნ)
• პეივბანკი - ზარალი ( -0.072 მლნ)
შეგახსენებთ, 2024 წელს, შესაბამის პერიოდში მოქმედი 17 ბანკიდან 13 მოგებაზე იყო, 4-მა კი წელი ზარალით დაასრულა. 17 კომერციული ბანკის ჯამურმა წმინდა მოგებამ 2024 წელს 3.1 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 2023 წლის შედეგთან შედარებით 14%-ით (₾380 მლნ) მეტია.




























