მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„წელს რა პროექტებიც სრულდება, იქ ბინების 98% გაყიდულია და თუ არაჯანსაღია მიწოდება, რატომ არის გაყიდვების ეს მასშტაბი? – „აპარტ ჯგუფი“

აპარტ ჯგუფი

“აპარტ ჯგუფის” CEO-ს ვახტანგ ჩქარეულის თქმით, უძრავი ქონების ბაზარზე ჭარბი მიწოდების წინაპირობა არ არსებობს. როგორც მან გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას განაცხადა, ბაზარზე მიწოდება მოთხოვნის შესაბამისია. ფასების ზრდის მთავარი მიზეზი კი გარე ფაქტორები იყო, რამაც თვითღირებულება და მოთხოვნა გაზარდა.

„ჩვენ თუ დავაკვირდებით მოთხოვნის მხარეს რა სტიმულები არსებობს, შეგვიძლია მარტივად შევაჯამოთ. წლევანდელ წელს რაც უნდა დასრულებულიყო ამ პროექტების 98% 2023 წლის 31 დეკემბერს გაყიდული იყო. ის რაც მომავალ წელს სრულდება, იქიდან 65% უკვე გაყიდულია, ის რაც 2026-2028წწ-ში სრულდება, იმის ნახევარი უკვე გაყიდულია.

ეს ნიშნავს, რომ ბაზარზე მოთხოვნა არსებობს, შესაბამისად როდესაც აპელირებენ რომ მიწოდება შეიძლება არ იყოს ჯანსაღი ყოველთვის ეს არგუმენტი მომყავს. თუ არაჯანსაღია მიწოდება მაშინ რატომ არის გაყიდვების ეს მასშტაბი ბაზარზე? არსებულ მოთხოვნის პირობებში ფასი ადეკვატურია და ხშირად შეიძლება მას ჰქონდეს მერყეობები, რაც განპირობებულია საგარეო ფაქტორებით. მაგალითად რაც გვქონდა გასულ წლებში, ვიცით რა ზეწოლა გამოიწვია რუსეთ-უკრაინის მოვლენებმა,“ - განაცხადა ჩქარეულმა.

ამ დროისთვის კომპანიის პორტფელში 10-მდე მიმდინარე და დასრულებული პროექტია. როგორც „აპარტ ჯგუფში“ აცხადებენ, კომპანია უახლოეს პერიოდში მასშტაბური პროექტის წარდგენას ბათუმში გეგმავს.

„ჩვენს პორტფელში 10-მდე ობიექტია, საიდანაც წლის ბოლომდე დაახლოებით 3 სრულად შევა ექსპლუატაციაში, დანარჩენი გრძელდება. ამასთან ერთად დაგეგმილი გვაქვს სიახლეები რომელიც უკავშირდება თბილისს გარეთ გასვლას. ძალიან დიდ პროექტს ვიწყებთ ბათუმში. ახლო პერიოდში გესტუმრებით და გაგიზიარებთ დეტალებს ინფოს და ასევე დღის წესრიგში გვაქვს საბურთალოს პროექტი, რომელიც ასევე ერთ-ერთი დიდი იქნება ჩვენი კომპანიისთვის,“ - განაცხადა ვახტანგ ჩქარეულმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები