საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი ქვეყნის ზოგად ეკონომიკურ დინამიკას აქტიურად მიჰყვება, ხოლო მოთხოვნა საცხოვრებელ თუ კომერციულ ფართობებზე ზრდას მომავალშიც გააგრძელებს. ამის შესახებ კომპანია „სითიზენის“ დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა მინდია საბანაძემ BMG-სთან განაცხადა.
მისი შეფასებით, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ზრდა პირდაპირ აისახება უძრავი ქონების სექტორზეც.
„ძალიან მზარდი და სწრაფად განვითარებადი ქვეყანა ვართ, შესაბამისად, ამ ტენდენციას მიჰყვება უძრავი ქონების ბაზარიც. მე მგონია, რომ ქვეყანაში საკმაოდ დიდი მოთხოვნა გაჩნდება კიდევ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან", - განაცხადა საბანაძემ.
























