მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს რუსეთიდან ერთჯერადი გადმორიცხვები აღარ არის. ამან გამოიწვია ფულადი გზავნილების შემცირება - გიორგი კაკაურიძე

რუსეთი ფულადი გზავნილები

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების შემცირების მიზეზად რუსეთიდან ერთჯერადი გადმორიცხვების შეჩერებას ასახელებს. როგორც მან საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვის წარდგენისას აღნიშნა, ასეთი გადმორიცხვები გასულ წელს იყო, წელს კი აღარ არის.

"ფულადი გზავნილების ნაწილში გვაქვს შემცირება. ეს გამოწვეულია იმით, რომ რუსეთის ფედერაციიდან ერთჯერადი გადმორიცხვები, რაც გასულ წელს იყო, წელს, რა თქმა უნდა, აღარ არის და ამან გამოიწვია შემცირება. ჯამში 1 მილიარდ 482 მილიონი დოლარი შეადგინა გზავნილებმა. რუსეთის გარდა, აშშ, იტალია, გერმანია, საბერძნეთი, ყველა ამ მიმართულებით გვაქვს ზრდა", - თქვა გიორგი კაკაურიძემ.

ცნობისთვის, წელს რუსეთიდან ფულადი გზავნილები კლების ტენდენციით ხასიათდება. სებ-ის მონაცემებით, აგვისტოში, რუსეთიდან გზავნილები წლიურად 30%-ით, 43 მილიონ დოლარამდე არის შემცირებული. ამასთან, აგვისტოში, ფულადი გზავნილების მიხედვით, ლიდერი პოზიცია ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაიკავა, მეორე ადგილზეა იტალია, ხოლო მესამეზე რუსეთის ფედერაცია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები