მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს რუსი მილიარდერების ქონება $5 მილიარდზე მეტით შემცირდა - Bloomberg

რუსი მილიარდერები

Bloomberg Billionaires Index-ის მონაცემებით, წლის დასაწყისიდან დღემდე რუსი ბიზნესმენების ჯამური ქონება $5 მილიარდით შემცირდა.

კაპიტალის ყველაზე დიდი კლება მიხაილ პროხოროვს აქვს, რადგან მისი ქონება $5.66 მილიარდით შემცირდა და ამჟამად $10.9 მილიარდს შეადგენს.

Telegram-ის დამფუძნებელ პავლე დუროვს $1.86 მილიარდი დააკლდა და მისი კაპიტალი $12.5 მილიარდამდე შემცირდა; ხოლო Nornickel-ის პრეზიდენტ ვლადიმერ პოტანინის ქონება $3.44 მილიარდით შემცირდა და $23 მილიარდი შეადგინა.

ამასთან, NLMK-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს, ვლადიმერ ლისინს ქონება $1.16 მილიარდით, $22.6 მილიარდამდე; ხოლო Lukoil-ის დამფუძნებელ ვაგიტ ალეკპეროვს $1.41 მილიარდით, $21.2 მილიარდამდე შეუმცირდა.

საპირისპირო დინამიკა დაფიქსირდა Severstal-ის ძირითად ბენეფიციარ ალექსეი მორდაშოვთან, რომლის კაპიტალმაც $1.79 მილიარდით იმატა და $28.1 მილიარდს მიაღწია. გარდა ამისა, ქონება გაეზარდათ Novatek-ის ხელმძღვანელ ლეონიდ მიხელსონს (+$1.48 მილიარდი, $25.2 მილიარდამდე), EuroChem-ისა და SUEK-ის დამფუძნებელ ანდრეი მელნიჩენკოს (+$1.18 მილიარდი, $20.1 მილიარდამდე), Novatek-ისა და Sibur-ის თანამფლობელ გენადი ტიმჩენკოს (+$1.15 მილიარდი, $15.4 მილიარდამდე) და UMMC-ის დამფუძნებელ ისკანდერ მახმუდოვს (+$700 მილიონი, $8.58 მილიარდამდე).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები