მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებელი 66%-ით გაიზარდა

თვითმფრინავი

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, იანვარ-სექტემბერში, საქართველოს აეროპორტებში ჯამში 19 460 რეისი შესრულდა.

2022 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ფრენების რაოდენობასთან შედარებით, რეისების რაოდენობა 20%-ით გაიზარდა, ხოლო 2019 წლის მაჩვენებლის 101%-ს შეადგენს. 2022 წლის 9 თვესთან შედარებით, ქვეყნის საჰაერო სივრცის გამოყენება გაიზარდა 66%-ით, იგივეა ზრდის მაჩვენებელი 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. სულ, გასულ 9 თვეში საქართველოს საჰაერო სივრცეში 171 111 ერთეული გადაფრენა დაფიქსირდა.

2023 წლის სამ კვარტალში საქართველოს აეროპორტები 4 529 466 მგზავრს მოემსახურა, რაც 37%-ით აღემატება 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობას. მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში აეროპორტებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში მიღებული მგზავრების რაოდენობას 9%-ით აღემატება, რაც პირველი შემთხვევაა საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები