მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს სამშენებლო ნებართვები 6.4 მილიონ მ²-ზე გაიცა - ზრდა 18%-ია

მშენებლობა

ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2023 წლის იანვარ-სექტემბერში გაცემულია 8 169 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.1%-ით მეტი) 6,363,000 კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 18%-ით მეტი).

საქსტატის მონაცემებით, ნებართვების 73.5% მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 48.6% მოდის ქ. თბილისზე, 9.4% - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 8.9% - ქვემო ქართლის რეგიონზე და 6.6% - იმერეთის რეგიონზე.

საქსტატის მიხედვით, 2023 წლის 9 თვეში საქართველოში ექსპლოატაციაში შევიდა 2.15 მილიონი კვადრატული მეტრის ფართობის ახალი უძრავი ქონება. წინა წელთან შედარებით, ეს ფართობი 11%-ით არის გაზრდილი. უშუალოდ დასრულებული ობიექტების რაოდენობა კი 2,235 იყო, რაც წლიურად 21%-ით არის მომატებული. შესაბამისად, ექსპლოატაციაში შესული ერთი ობიექტის საშუალო ფართობი 961 კვადრატული მეტრია.

“ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ნახევარზე მეტი ქვეყნის 4 რეგიონზე მოდის, კერძოდ, 32.4% მოდის ქ. თბილისზე, 13.4% - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 12% - კახეთის რეგიონზე და 8.7% - იმერეთის რეგიონზე”, - ნათქვამია საქსტატის ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები