მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს საქართველოდან $212.8 მილიონი გადაირიცხა - სად/რამდენი?

ფულადი გზავნილები

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2026 წლის 6 თვეში საქართველოდან 212.8 მილიონი აშშ დოლარი გადაირიცხა, რაც გასული წლის საანგარიშო პერიოდის მონაცემებზე 111.7%-ით მეტია. ყველაზე მეტი, როგორც 2025 წლის პირველ ნახევარში, ასევე მიმდინარე წელს აზერბაიჯანში გადაირიცხა, ამ მიმართულებით ზრდა 75.3%-ია.

2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოში უცხოეთიდან 1.9 მილიარდი აშშ დოლარის ფულადი გზავნილები შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 78 მილიონი დოლარით, ანუ 4%-ით გაიზარდა.

კონკრეტული თვეების მიხედვით წელს ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი ივნისში აღირიცხა, რამაც 348 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს მოცულობა წლიურად 10%-ით იყო გაზრდილი.

bm.ge გთავაზობთ TOP-10 ქვეყანას, სადაც მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში ყველაზე მეტი თანხა გადაირიცხა:

  1. აზერბაიჯანი - 36.5 მლნ აშშ დოლარი;
  2. თურქეთი - 33.8 მლნ აშშ დოლარი;
  3. რუსეთი - 26.1 მლნ აშშ დოლარი;
  4. უკრაინა - 13.4 მლნ აშშ დოლარი;
  5. საბერძნეთი - 12.7 მლნ აშშ დოლარი;
  6. უზბეკეთი - 11.2 მლნ აშშ დოლარი;
  7. ყაზახეთი - 9.2 მლნ აშშ დოლარი;
  8. იტალია - 8.2 მლნ აშშ დოლარი;
  9. გერმანია - 6.1 მლნ აშშ დოლარი;
  10. აშშ - 5.8 მლნ აშშ დოლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები