მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს, საქართველოდან აშშ-ში ღვინის ექსპორტი 58%-ით გაიზარდა - სააგენტო

,,RAW Wine 2024”

მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში, საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 1 მლნ ლიტრზე მეტი ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 58%-ით აღემატება. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 2013 წლიდან განხორციელებულმა ღონისძიებებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი აშშ-ში ქართული ღვინის ცნობადობის და ექსპორტის ზრდას.

სამინისტროს ინფორმაციითვე, ქართული ღვინო აშშ-ში, ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაზე "RAW Wine" იყო წარმოდგენილი, სადაც ქართული ღვინის მიმართ ინტერესი დიდი იყო.

"ღვინის ეროვნული სააგენტოს და აშშ-ში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქვევრის ღვინის მწარმოებელი რვა კომპანია ქალაქ ნიუ-იორკში ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაში "RAW Wine 2024" (The Artisan Wine Fair) მონაწილეობდა.

გამოფენა "RAW Wine", რომლის ორგანიზატორი ცნობილი ღვინის მაგისტრი საფრანგეთიდან იზაბელ ლეგერონია, თავს უყრის მაღალი ხარისხის ბუნებრივი და ბიოდინამიური ღვინოების მწარმოებლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

გამოფენაზე მოსულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, გასცნობოდნენ ქართული ღვინოებს, წარმოების უძველეს ტრადიციებს, ღვინის კულტურასა და ისტორიას.

ტრადიციულად, ქართული ღვინის მიმართ დიდი იყო ინტერესი როგორც ღვინის პროფესიონალების, ისე მომხმარებლების მხრიდან.

პოტენციური იმპორტიორების მოძიებისა და ექსპორტის ზრდის შესაძლებლობის გათვალისწინებით, ქართული ღვინის წარდგენა აშშ-ში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან ამერიკა ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს",- აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

რაც შეეხება სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებს, წელს, იანვარ-სექტემბერში საქართველოდან აშშ-ში 5.9 მლნ აშშ დოლარის 994 ღვინო გაიყიდა, გასული წილის ანალოგიურ პერიოდში კი, 3.7 მლნ აშშ დოლარის 598 ტონა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები