2025 წლის 8 თვეში საქართველოში 202.5 მლნ დოლარის ღირებულების მობილური ტელეფონების იმპორტი განხორციელდა. მაჩვენებელი უმნიშვნელოდაა გაზრდილი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, როდესაც იმპორტი 201.3 მლნ დოლარი იყო.
ქვეყანამ ყველაზე მეტი ტელეფონი არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან შეიძინა, რომელიც მსოფლიოში ტელეფონების რეექსპორტის ერთ-ერთი უმსხვილესი ცენტრია.
TOP 5 მთავარი საიმპორტო ბაზარი ასე გამოიყურება:
- არაბთა გაერთიანებული საამიროები - $91.3 მლნ
- ჩეხეთი - $35.6 მლნ
- ვიეტნამი - $18.2 მლნ
- ჩინეთი - $17.2 მლნ
- ჰონ-კონგი - $15.1 მლნ
BMG-მ უმსხვილესი იმპორტიორების შესახებ ინფორმაცია საქსტატიდან გამოითხოვა. TOP-10 იმპორტიორი იანვარ-აგვისტოში შემდეგია (დალაგებული არაა რეიტინგის მიხედვით):
- სს ელიტ ელექტრონიქსი
- სს სილქნეტი
- შპს ალტა
- შპს ალფა დისტრიბუშენ
- შპს გლობალ დილერ
- შპს ეიესბიაიეს ჯორჯია
- შპს ეიესბისი
- შპს ზუმერი ჯორჯია
- შპს მაგთიკომი
- შპს სელფი მობაილ




























