იანვარ-ივლისში საქართველომ 22 მილიონი დოლარის ღირებულების 604 ტონა სუნამოები და ტუალეტის წყლები შეიძინა. იმპორტი წლიურად 7%-ით გაიზარდა.
ღირებულების მიხედვით, სუნამოების საიმპორტო ქვეყნების სათავეში საფრანგეთია, თუმცა მოცულობებით ძირითადი მომწოდებლები ჩინეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები არიან.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ღირებულების მიხედვით სუნამოების მთავარი საიმპორტო ქვეყნების 10-ეული ასე გამოიყურება:
- საფრანგეთი - $7 მლნ, 70 ტონა;
- ესპანეთი - $3.2 მლნ, 53 ტონა;
- იტალია - $1.7 მლნ, 26 ტონა;
- არაბთა გაერთიანებული საამიროები - $1.6 მლნ, 115 ტონა;
- გაერთიანებული სამეფო - $1.4 მლნ, 25 ტონა;
- ბელგია - $1.3 მლნ, 5 ტონა;
- პოლონეთი - $1.2 მლნ, 71 ტონა;
- ჩინეთი - $1.1 მლნ, 129 ტონა;
- თურქეთი - $960 ათასი, 68 ტონა;
- შვეიცარია - $487 ათასი, 5 ტონა.
უნდა აღინიშნოს, რომ წლის პირველ ნახევარში საქართველოდან სუნამოების და ტუალეტის წყალი ექსპორტზეც გავიდა. ამ პერიოდისთვის ჯამში 105 ტონა ექსპორტირებული სუნამოების ღირებულებამ 7.5 მლნ დოლარი შეადგინა. აქედან თითქმის ნახევარი 3.6 მლნ დოლარის 31 ტონა სუნამოები ადგილობრივი წარმოების იყო, დანარჩენი 3.9 მლნ დოლარის 74 ტონა კი რეექსპორტი.
საქართველომ სუნამოების ექსპორტით ყველაზე დიდი შემოსავალი მიიღო ესტონეთიდან, ყველაზე დიდი მოცულობით კი სომხეთში გავიდა. საექსპორტო ქვეყნების TOP-5-ეული ასეთია:
- ესტონეთი - $1.5 მლნ, 13 ტონა;
- აზერბაიჯანი - $1.3 მლნ, 5 ტონა;
- ლიეტუვა - $1.2 მლნ, 10 ტონა;
- ნიდერლანდები - $911 ათასი, 6 ტონა;
- სომხეთი - $870 ათასი, 49 ტონა.




























