2025 წლის 6 თვეში საქართველომ 199.1 ათასი აშშ დოლარის 388 ტონა ბალი იყიდა, რაც გასული წლის საანგარიშო პერიოდში რაოდენობრივად 33.2%-ით, თანხაში კი 29.4%-ით მეტია. 2024 წელს საქართველოში 153.9 ათასის 291 ტონა ბალი შემოვიდა.
შედეგად, 1 კგ იმპორტირებული ბლის ფასი 0.51 დოლარი იყო როგორც 2024, ისევე 2025 წელს.
რაც შეეხება იმპორტიორ ქვეყნებს ჩამონათვალი ასეთია:
- სომხეთი - 134.8 ათასი აშშ დოლარის 335.7 ტონა;
- უზბეკეთი - 40.6 ათასი აშშ დოლარის 19.8 ტონა;
- აზერბაიჯანი - 13.4 ათასი აშშ დოლარის 9.9 ტონა;
- ირანი - 4 ათასი აშშ დოლარის 6.7 ტონა.
რაც შეეხება ექსპორტს, მიუხედავად იმისა, რომ წელს საქართველოში უამინდობის გამო ბლის ძალიან მცირე მოსავალი იყო, რამაც ფასზეც პოვა ასახვა, ბალი ექსპორტზე მცირე რაოდენიბით, თუმცა მაინც გავიდა.
სრული მოცულობა 21.1 ათასი აშშ დოლარის 13.6 ტონა რუსეთში.




























