2025 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ 453.5 ლოკოკინა გაყიდა და ექსპორტით 1.5 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მოცულობის ზრდა 115%-ია.
საქსტატის ცნობით, 2025 წლის 9 თვეში მთლიანი ექსპორტის დიდი ნაწილი - 1.08 მლნ აშშ დოლარის 99.2 ტონა ლოკოკინა საფრანგეთში გაიყიდა, დანარჩენი 472.9 მლნ აშშ დოლარის 354.3 ტონა კი - თურქეთში.
შეგახსენებთ, გასული 2024 წლის განმავლობაში ქვეყნიდან 1 მილიონ 708 ათასი დოლარის ღირებულების 269 ტონა ლოკოკინა გაიყიდა, რაც 2023 წლის ექსპორტზე 31%-ით მეტია.
ცნობისთვის, ევროკომისიის (2021 წლის 22 დეკემბრის EU2022/34 რეგულაცია) გადაწყვეტილებით, ევროკავშირის ბაზარზე საქართველოდან ლოკოკინების ექსპორტი 2021 წლის დეკემბრიდან არის დაშვებული.
მაშინ სურსათის ეროვნული სააგენტოში აღნიშნავდნენ, რომ რეგულაციის მიღებას წინ უძღოდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით გატარებული ღონისძიებები, რომლებიც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში მომზადდა.
საქართველოდან ლოკოკინას პირველი პარტია ექსპორტზე 2022 წლის გაზაფხულზე გავიდა.




























