2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში სპაგეტის, მაკარონის, ვერმიშელისა და მაკარონის სხვა ნაწარმის იმპორტი მცირედით გაიზარდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, იმპორტის საერთო ღირებულებამ 8.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.2%-ით მეტია. კერძოდ, 2025 წლის იანვარ-აპრილში აღნიშნული პროდუქციის იმპორტის ღირებულება 8 მლნ დოლარი იყო.
გაიზარდა იმპორტირებული პროდუქციის მოცულობაც. 2025 წელს საქართველოში 7 129 ტონა მაკარონის ნაწარმი შემოვიდა, ხოლო 2026 წელს - 7 416 ტონა. მატებამ 286.8 ტონა, ანუ დაახლოებით 4% შეადგინა.
საქართველოში მაკარონის ნაწარმის მთავარი იმპორტიორი ქვეყანა რუსეთია, საიდანაც 3.6 მლნ დოლარის ღირებულების 2 935 ტონა პროდუქცია შემოვიდა. მეორე ადგილზე იტალიაა - 1.9 მლნ დოლარი და 1 465 ტონა.
TOP-10 იმპორტიორი ქვეყანა ასე ნაწილდება:
-
რუსეთი - $3.6 მლნ, 2 935 ტონა;
-
იტალია - $1.9 მლნ, 1 465 ტონა;
-
აზერბაიჯანი - $913 ათასი, 1 605 ტონა;
-
თურქეთი - $810 ათასი, 820 ტონა;
-
პოლონეთი - $291 ათასი, 39 ტონა;
-
ბელარუსი - $240 ათასი, 83 ტონა;
-
ყაზახეთი - $156 ათასი, 187 ტონა;
-
უზბეკეთი - $132 ათასი, 61 ტონა;
-
უკრაინა - $116 ათასი, 51 ტონა;
-
ჩინეთი - $72 ათასი, 36 ტონა.




























