იანვარ-აგვისტოში საქართველომ 25 მილიონ 882 ათასი დოლარის ღირებულების 4 234 ტონა კარაქი შეიძინა. იმპორტი ამ პერიოდში წლიურად მცირედით - 3%-ით, შემოტანილი კარაქის მოცულობა კი 4.6%-ით გაიზარდა.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, წლის ამ პერიოდისთვის კარაქის იმპორტის მაჩვენებელი რეკორდულ ნიშნულზეა.
ნატურალური, რეკომბინირებული, შრატის და სხვა კარაქის მთავარი მომწოდებელი საფრანგეთია, საიდანაც 1 085 ტონა საქონლის იმპორტი მოხდა და მისი ღირებულება 8 მილიონ 415 ათასი დოლარი იყო.
კარაქის მთავარი საიმპორტო ქვეყნები კი ასეთია:
- საფრანგეთი - $8.4 მლნ, 1 085 ტონა;
- ურუგვაი - $3.1 მლნ, 575 ტონა;
- ირანი - $3 მლნ, 739 ტონა;
- ფინეთი - $2.7 მლნ, 393 ტონა;
- არგენტინა - $1.9 მლნ, 399 ტონა;
- პარაგვაი - $1.5 მლნ, 325 ტონა;
- დანია - $764 ათასი, 95 ტონა;
- ბელგია - $656 ათასი, 95 ტონა;
- უკრაინა - $634 ათასი, 94 ტონა;
- ახალი ზელანდია - $525 ათასი, 68 ტონა.
აღსანიშნია, რომ წელს საქართველოდან კარაქის ექსპორტი მხოლოდ იანვარ-თებერვალში მოხდა და 400 ათასი დოლარის ღირებულების 100 ტონა საქონელი რეექსპორტით აზერბაიჯანში გავიდა.