მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს, საქართველოში იტალიური სამზარეულოს მსოფლიო კვირეული მეცხრედ იმართება

იტალიური სამზარეულოს კვირეული

იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს ინიციატივით, წელს, 16-22 ნოემბერს უკვე მეცხრედ, იტალიური სამზარეულოს მსოფლიო კვირეული იმართება. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიის საელჩო ავრცელებს. ღონისძიების მთავარი თემაა: „ხმელთაშუა ზღვის დიეტა: ჯანმრთელობა და ტრადიციები“.

მათივე განცხადებით, წლევანდელი კვირეულის მიზანია, წარმოაჩინოს იტალიური სამზარეულოს ტრადიციები და იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებული ხმელთაშუა ზღვის უნიკალური დიეტის მნიშვნელობა ჯანსაღი, დაბალანსებული და ეკოლოგიურად მდგრადი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის.

გარდა ამისა, მთელი კვირეულის განმავლობაში საქართველოს დედაქალაქის მსხვილი სუპერმარკეტების ქსელები და სხვადასხვა იტალიური რესტორნები, იტალიური სამზარეულოს მოყვარულებს ახალ კერძებს, მენიუსა და სხვადასხვა ღონისძიებას შესთავაზებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები