მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს საქართველოში მოსახლეობის საყოველთაო აღწერა ჩატარდება

საქსტატი

წლის ბოლოს საქართველოში მოსახლეობისა და სოფლის მეურნეობის 2-ეტაპიანი საყოველთაო აღწერა ჩატარდება.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელი ამბობს, რომ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში, სადაც უამინდობის გამო შესაძლოა, წლის ბოლოს აღწერა გართულდეს, სამუშაოები სექტემბერში ჩატარდება.

" 2024 წლის 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით დაგეგმილია მოსახლეობის და სოფლის მეურნეობის საყოველთაო აღწერა. აღწერა ჩატარდა ზუსტად 10 წლის წინ, 2014 წლის ნოემბერში. აღწერა ტარდება ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე 14-23 ნოემბერს ცნობები შეგროვდება თვითრეგისტრაციის მეთოდის გამოყენებით. რაც ნიშნავს იმას, რომ მომხმარებელს შეეძლება შევიდეს ჩვენს ვებგვერდზე და დაარეგისტრიროს კითხვარით გათვალისწინებული ინფორმაცია დამოუკიდებლად.

მეორე ეტაპი მოიცავს 29 ნოემბრიდან 19 დეკემბერს და ჩატარდება და წარმართავენ საქსტატის ინტერვიუერები კარდაკარის პრინციპით", - განაცხადა თოდრაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები