წელს საქართველომ 5.4 მლნ აშშ დოლარის 4 110 ტონა სუფრის ყურძენი იყიდა, რაც რაოდენობაში გასული წლის 8 თვის მონაცემზე 101.3%-ით, თანხაში კი 76.3%-ით მეტია.
მიმდინარე წლის 8 თვეში ძირითადი იმპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალი ასეთია:
- უზბეკეთი - $3.05 მლნ-ის 2 327 ტონა;
- სომხეთი - $906.9 ათასის 1 007 ტონა;
- ირანი - $596.1 ათასის 351.6 ტონა;
- ნიდერლანდები - 457.3 ათასის 131.6 ტონა;
- თურქეთი - $401.4 ათასის 276 ტონა.
რაც შეეხება ექსპორტს, ეს ნაწილიც გაზრდილია. თუ 2024 წელს საქართველომ 108.3 ათასი აშშ დოლარის 40.7 ტონა გაყიდა, წელს მონაცემი 239 აშშ დოლარის 97.3 ტონამდე გაიზარდა. მთავარი საექსპორტო ბაზარი ისრაელია.




























