მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს სავალუტო რეზერვების მოცულობა $5.5 მლრდ-მდე უნდა გაიზარდოს - Galt & Taggart-ის ეკონომისტი

ლაშა ქავთარაძე

Galt & Taggart-ის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე ამბობს, რომ ეროვნული ბანკი წელს საერთაშორისო სავალუტო რეზერვებს 5.5 მილიარდ დოლარამდე გაზრდის. როგორც მან "საქმიან დილაში" თქვა, ელოდებიან, რომ წლის ბოლომდე ცენტრალური ბანკი უცხოურ ვალუტას კიდევ შეისყიდის.

"ჩვენი პროგნოზი რეზერვებთან დაკავშირებით განახლებულია. სექტემბერში ეროვნულმა ბანკმა შეიძინა 100 მილიონის უცხოური ვალუტა და ჯამურად იანვარ - სექტემბრის შესყიდვა 1.6 მილიარდია, რაც სოლიდური ნიშნულია. ამან გაზარდა საერთაშორისო რეზერვების დონე 5.4 მილიარდამდე. ვფიქრობთ, რომ შესყიდვა წლის ბოლომდე გაგრძელდება. აქ არის საგარეო ვალის მომსახურებაც და ამის გათვალისწინებით ვფიქრობთ, რომ კონსერვატიულად წლის ბოლო მინიმუმ 5.5 მილიარდი დოლარის მთლიანი საერთაშორისო რეზერვებით უნდა დავასრულოთ.

2026 წელსაც ვფიქრობთ, რომ ეროვნულ ბანკს ექნება შესყიდვის შესაძლებლობა, გამომდინარე იქედან, რომ დოლარის გლობალური დასუსტება გაგრძელდება, ამას საერთაშორისო ანალიტიკოსები პროგნოზირებენ და ვფიქრობთ, რომ დამატებით 500 მილიონით გაიზრდება ჩვენი საერთაშორისო რეზერვები და 2026 წლის ბოლოს 6 მილიარდს მიაღწევს. ასეთია რეზერვებთან დაკავშირებით ჩვენი პროგნოზი", - ამბობს ქავთარაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები