მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

წელს, "შუა დერეფნით" ჩინეთიდან  600 საკონტეინერო მატარებლის გაშვებაა დაგეგმილი - ყაზახეთის რკინიგზა

საკონტეინერო მატარებელი

2025 წელს ე.წ "შუა დერეფნის" მარშრუტით ჩინეთიდან 600 საკონტეინერო მატარებლის გაშვებაა დაგეგმილი - ამის შესახებ ყაზახეთის რკინიგზის წარმომადგენელი აცხადებს.

ალიბი ტულეგენოვის აზერბაიჯანულ Report.az-თან ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტზე საუბრობს და აცხადებს, რომ დღეისათვის დერეფნის გამტარუნარიანობა წლიურად 6 მლნ ტონაა და მისი 10 მლნ ტონამდე გაზრდაა დაგეგმილი.

"ჩინეთის ქალაქ სიანში, ყაზახურ - ჩინური სატვირთო ტერმინალის ამუშავებამ 2024 წელს ამ მარშრუტით კონტეინერების ტრანსპორტირება მკვეთრად გაიზარდა. ტერმინალის გაშვების შემდეგ 358 საკონტეინერო მატარებლის გაგზავნა მოხდა, მოსალოდნელია, რომ 2025 წელს საკონტეინერო მატარებლების რაოდენობა დაახლოებით 600-მდე გაიზრდება", - ამბობს ალიბი ტულეგენოვი.

ყაზახეთის რკინიგზის წარმომადგენელი გამოწვევებზეც საუბრობს და მთავარ გამოწვევად ტვირთის კონტროლის პროცესების დიგიტალიზაციას, კიბერუსაფრთხოების საკითხებს და მიწოდების ჯაჭვის მონაწილეებს შორის, მაღალი დონის კოორდინაციის აუცილებლობას ასახელებს.

აღსანიშნავია, რომ "ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის ასოციაციის“ (შუა დერეფანი) მონაცემებით, გასულ წელს ამ გზით 3.3 მლნ ტონა ტვირთის გადაზიდვა მოხდა, წლიურად ზრდა 20.5%-ია. ამასთან, 2024 წელს 56 500 ერთეული 20-ფუტიანი კონტეინერის გადაზიდვა მოხდა, რაც 2023 წელთან შედარებით 2.7-ჯერ გაზრდილი მაჩვენებელი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები