მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს თბილისში $2.1 მილიარდის საცხოვრებელი უძრავი ქონება გაიყიდა

უძრავი ქონება, თბილისი, მშენებლობა,

Galt & taggart-ის ინფორმაციით, 2023 წლის სექტემბერში თბილისში 3 314 ბინა გაიყიდა. 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაყიდული ბინების რაოდენობა 21.5%-ით, ხოლო წინა თვესთან შედარებით [აგვისტო] 6.7%-ით შემცირდა. 

ორგანიზაციის შეფასებით, გაყიდვების კლების მიზეზი წინა წლის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.

სექტემბერში, წინა თვეების მსგავსად, ყველაზე მცირედით პირველადი ბაზრის [დეველოპერების] ბინების გაყიდვებმა იკლო [8.2% წ/წ]. 

ორგანიზაციის მიერ მომზადებული მიმოხილვის მიხედვით, სექტემბერში დიდი დიღმის (+6.9% წ/წ) და ჩუღურეთის (+16.1% წ/წ) გარდა გაყიდვები თბილისის ყველა უბანში შემცირდა. ამასთან, ეს შემცირება ყველაზე მძაფრი ცენტრალურ რაიონებში იყო (-32.4% წ/წ), ხოლო ფართო ცენტრსა და გარეუბნებში შედარებით მცირე კლება დაფიქსირდა, -20.4% წ/წ და -7.6% წ/წ, შესაბამისად.

2023 წლის სექტემბერში პირველადი ბაზრის ფასების ზრდა გაგრძელდა. ამასთან, მეორადი ბაზრის ახალი პროექტების ფასები წინა თვეებში კლების შემდეგ სექტემბერში ისევ გაიზარდა. მნიშვნელოვანია, რომ დეველოპერების (პირველადი ბაზარი) საშუალო ფასების ყველაზე მაღალი წლიური ზრდა დაფიქსირდა დიდუბეში (+42% წ/წ), რაც გამოწვეულია პრემიუმ კლასის პროექტების რაოდენობის ზრდით ამ უბანში.

2023 წლის სექტემბერში თბილისში გაყიდული ბინების საერთო საბაზრო ღირებულებამ 235.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.1%-ით შემცირებული მაჩვენებელია. მიმდინარე წლის 9 თვეში ყველაზე მეტი ღირებულების უძრავი საცხოვრებელი ქონება [277 მლნ დოლარი] ივნისში გაიყიდა. ჯამში 9 თვეში თბილისში 2.1 მლრდ დოლარის ღირებულების საცხოვრებელი უძრავი ქონება გაიყიდა.

რაც შეეხება ქირას, სექტემბერში თბილისში ქირის ფასი თვიურად თითქმის არ შეცვლილა, თუმცა წლიურ ჭრილში მაინც მაღალ დონეზე დარჩა. [36.7%-ით მეტი წ/წ დოლარში და 27%-ით მეტი ლარში]. ამასთან, 2023 წლის დასაწყისიდან ქირა დოლარში 1.6%-ით, ხოლო ლარში 2.7%-ით არის შემცირებული.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები