თებერვალში საქართველოდან ექსპორტირებულია 803 ტონა დაფნის ფოთოლი, რომლის ღირებულებამ 3.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. საქსტატი თებერვლის ვაჭრობის მონაცემებს 19 მარტს გამოაქვეყნებს.
სამინისტროს ცნობით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტი მოცულობით 60%-ით (301 ტონა), ხოლო ღირებულებით 51%-ით (1.1 მლნ აშშ დოლარით) გაიზარდა.
2021 წლიდან მზარდია დაფნის ფოთლის საექსპორტო ფასიც, რომელმაც 2025 წელს კილოგრამზე 4.2 აშშ დოლარს მიაღწია. ძირითადი საექსპორტო ბაზრები ჩინეთი (68%) და რუსეთი (22%) რჩება.




























