მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს "თელასის" აბონენტების რაოდენობა 772 ათასამდე გაიზარდა - კომპანია

ელექტროენერგიის  გადამცემი ხაზი

„თელასმა“ 2024 წლის 9 თვის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა. გამანაწილებელი კომპანიის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში კომპანია „თელასმა“ 2,768 მილიარდი კვტ*სთ ელექტროენერგია გაანაწილა, რაც 6,7% (173 მილიონი კვტ*სთ-ით) აღემატება 2023 წლის იანვარ-სექტემბერში განაწილებული ელექტროენერგიის მოცულობას. კომპანია მატებას ქვეყანაში გაზრდილ ეკონომიკურ აქტივობას უკავშირებს.

რაც შეეხება სხვა მაჩვენებლებს, „თელასის“ აბონენტთა რაოდენობა 2024 წლის სექტემბრის თვის მდგომარეობით 2023 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 3,7%-ით (27,5 ათასი აბონენტით) გაიზარდა და 772 ათასი აბონენტი შეადგინა, საიდანაც 691,3 ათასი - ფიზიკური პირია, ხოლო 80,7 ათასი –
იურიდიული პირი.

წლის 9 თვის მონაცემებით კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 7 000 კმ შეადგინა, რაც 2,9%-ით (196 კმ-ით) აღემატება 2023 წლის 9 თვის მაჩვენებელს (6 804 კმ). კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე ქსელის განვითარების, რეკონსტრუქციის და მოდერნიზების სამუშაოების ჩატარების შედეგად გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები