მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს TESLA-ს აქციების ღირებულება 37%-ით შემცირდა

tesla

ელექტრომობილების მწარმოებელ ამერიკულ გიგანტს, Tesla-ს არასახარბიელო ფინანსური შედეგები აქვს. მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე კომპანიის აქციების ღირებულება 37%-ითაა შემცირდებული, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი ამჟამად 486 მილიარდ დოლარს შეადგენს.

შედარებისთვის, 2021 წელს Tesla-ს კაპიტალიზაცია 1 ტრილიონ 230 მილიარდ დოლარს აღწევდა, ანუ პიკურ მაჩვენებელთან შედარებით კომპანიის საბაზრო შეფასება დაახლოებით 60%-ითაა შემცირებული.

სხვა ტექნოლოგიურ გიგანტებთან შედარებით, ამჟამად Tesla-ს ყველაზე ცუდი შედეგი აქვს, რაც არასახარბიელო ფინანსური შედეგებით, გაჭიანურებული გეგმით, საწარმოო პროცესის გაუმართაობით და იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ ელექტრომობილების წარმოება ახლა უკვე სმარტფონების მწარმოებელმა კომპანიებმაც კი დაიწყეს.

დიდი ხანია, რაც Tesla აღარ არის ელექტრომობილების ბაზარზე არსებული ერთადერთი მოთამაშე, უფრო მეტიც, ის საუკეთესოც კი აღარ არის, რადგან ეს სტატუსი ამჟამად Porsche Taycan-ს ეკუთვნის, რომელიც ელექტრომობილების ეტალონად ითვლება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები