მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„წელს თხილის მწარმოებლებს გამორჩეულად რთული წელი გვაქვს“ - ბაია სალუქვაძე

თხილი

თხილის დაბალი ხარისხიდან გამომდინარე, წელს თხილის მწარმოებლებს გამორჩეულად რთული წელი აქვთ. ამის შესახებ „ქალების ნარატივში“ GPR Nuts-ის დამფუძნებელმა, ბაია სალუქვაძემ ისაუბრა.

„თხილის დაბალი ხარისხიდან გამომდინარე, წელს თხილი მწარმოებლებს გამორჩეულად რთული წელი გვაქვს. განსაკუთრებით ვცდილობთ მოვიძიოთ ახალი ბაზრები, შედარებით შემგუებელი იმ ხარისხთან რომელიც წელს აქვს ჩვენს მოსავალს, რათა გაყიდვები არ შემცირდეს და ექსპორტი გაიზარდოს,“ - აღნიშნა ბაია სალუქვაძემ.

ახალ ბაზრებში მოიაზრებიან აფრიკისა და აზიის ქვეყნები.

"GPR Nuts-ის პროდუქტის ექსპორტი ისედაც ხორციელდება, თუმცა მცირე რაოდენობით. ამიტომ გვინდა მეტად დივერსიფიცირებული გავხადოთ ჩვენი გაყიდვები,“ - აცხადებს ბაია სალუქვაძე.

GPR Nuts-ი წლიდან წლამდე დაახლოებით 2500 ტონა თხილის გულს ამუშავებს და ექსპორტზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უშვებს.

2023 წელს, პირველი რვა თვის მონაცემებით, ქართული თხილის ყველაზე დიდი შემსყიდველი იტალიაა, შემდეგია გერმანია და ესპანეთი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები