Galt & Taggart-ის მიმოხილვის თანახმად, 2024 წელს ტურისტების რაოდენობა პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით როგორც საქართველოში, ისე გლობალურად სრულად აღდგება. საინვესტიციო ბანკი მიუთითებს, რომ 2024 წლის პირველ კვარტალში ტურისტულმა ვიზიტებმა პანდემიამდელ დონეს პირველად გადააჭარბა და 2019 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 6.4%-იანი ზრდა დაფიქსირდა, თუმცა იმ ფონზე, რომ აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარი კვლავ დახურულია, ერთდღიანი ვიზიტები ჩამორჩება პანდემიამდელ დონეს.
პირველ კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 8.6%-ით გაიზარდა და 1.2 მილიონი შეადგენდა. მიმოხილვის თანახმად, ამ ზრდის მთავარი მამოძრავებელი იყო ვიზიტები თურქეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და ისრაელიდან. Top 10 ქვეყანას შორის კლება იყო რუსეთიდან და უკრაინიდან. რაც შეეხება ევროკავშირის ქვეყნებს, ძლიერი ზრდა პოლონეთიდან, გერმანიიდან და საბერძნეთიდან დაფიქსირდა.
რაც შეეხება შემოსავლებს, საინვესტიციო ბანკის პროგნოზით, 2023 წელთან შედარებით წელს ტურიზმიდან შემოსავლები 10%-ით გაიზრდება და 4.5 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს. Galt & Taggart-ი აღნიშნავს, რომ პირველ კვარტალში ტურისტების მაღალი რაოდენობა მიმდინარე წლისთვის ტურიზმიდან შემოსავლების მდგრად ზრდაზე მიანიშნებს.
სტუმარი: თათია მამრიკიშვილი - Galt&Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის სექტორის უფროსი;