მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

წელს თურქეთში ინფლაცია 24%-მდე შემცირდება - ცენტრალური ბანკი

თურქეთის ცენტრალური ბანკი

თურქეთის ცენტრალური ბანკის განახლებული პროგნოზით, მიმდინარე 2025 წლის განმავლობაში ქვეყანაში ინფლაცია 21-24%-ის ფარგლებში იქნება, რაც ამჟამინდელთან შედარებით თითქმის 2-ჯერ ნაკლებია, თუმცა წინა პროგნოზთან შედარებით მცირედით გაზრდილი მაჩვენებელია.

2026 წლის მოლოდინს რაც შეეხება, ოფიციალურ უწყებაში მომავალ წელს 12%-იან ინფლაციას ელიან, რაც სამიზნე მაჩვენებელს მაინც მრავალჯერ აღემატება.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ამჟამად თურქეთში წლიური ინფლაციის დონე 42%-ია, რაც მცირედით შემცირებული მაჩვენებელია, თუმცა მსოფლიოში დაფიქსირებულ ერთ-ერთ უმაღლეს შედეგს წარმოადგენს.

სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპის შესაჩერებლად, ცენტრალურ ბანკს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება და რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა 45%-მდე მოუწია, რაც ასევე უჩვეულოდ მაღალ მაჩვენებელს წარმოადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები