მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს უცხოელი სტუდენტების დანახარჯები საქართველოში ₾800 მლნ-ს გადააჭარბებს - Galt & Taggart

განათლება

Galt & Taggart-ის განათლების სექტორის მიმოხილვის მიხედვით, 2024 წელს საქართველოში უცხოელი სტუდენტების დანახარჯები 800 მლნ ლარს გადააჭარბებს.

„განათლებაში გადახდილი გადასახადების გარდა, საკმაოდ დიდია უცხოელი სტუდენტების მიერ გაწეული საყოფაცხოვრებო ხარჯებიც“, - განმარტავენ მიმოხილვის ავტორები. მათი მონაცემებით, 2024 წელს განათლების ხარჯები 452 მლნ ლარს, ხოლო სხვა ხარჯები 371 მლნ ლარი იქნება.

საქართველოში 2023-2024 წლის სასწავლო წლის დასაწყისისთვის, უმაღლეს სასწავლებლებში 31 ათასი სტუდენტი სწავლობდა, საიდანაც 23 000 კერძო სექტორში, 8 000 კი საჯარო სექტორში სწავლობს.

მიმოხილვის ავტორები აღნიშნავენ, რომ ბოლო წლებში უცხოელი სტუდენტების რაოდენობა სწრაფად გაიზარდა, რომელთა უმრავლესობა კერძო უნივერსიტეტებში ჯანდაცვის სამაგისტრო პროგრამებზე სწავლობს. ამასთან, უცხოელი სტუდენტების 52.1% ინდოეთიდანაა, 8.7% იორდანიიდან, ხოლო 5.5% ისრაელიდან.

„ინდოეთი საერთაშორისო სტუდენტების ბაზარზე ყველაზე მსხვილი ბაზარია ჩინეთთან ერთად. საქართველოს წილი ინდოელი სტუდენტების არჩეულ ქვეყნებს შორის 2018-23წლებში 0.8%-დან 1.4%-მდე გაიზარდა“, - აღნიშნულია Galt & Taggart-ის მიმოხილვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები