მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს, უცხოელი ვიზიტორების დანახარჯები ₾11.3 მილიარდამდე გაიზარდა

ტურისტი

საქართველოში უცხოელი ვიზიტორების დანახარჯები მზარდია. საქსტატის მონაცემები აჩვენებს, რომ მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველოში არარეზიდენტი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 11.3 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 11%-ით აჭარბებს.

უცხოელი ვიზიტორების დანახარჯები განსაკუთრებით მაღალი იყო III კვარტალში და 5.7 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 18.1%-ით გაზრდილი მაჩვენებელია და ამასთან, კვარტალის ჭრილში რეკორდულ შედეგს წარმოადგენს.

უფრო დეტალურად, კვარტალების მიხედვით, არარეზიდენტი ვიზიტორების დანახარჯები ასე ნაწილდება:

  • I კვარტალი - ჯამური დანახარჯი ₾2.2 მლრდ/საშუალოთვიური დანახარჯი ₾721.1 მლნ;
  • II კვარტალი - ჯამური დანახარჯი ₾3.4 მლრდ/საშუალოთვიური დანახარჯი ₾1.12 მლრდ;
  • III კვარტალი - ჯამური დანახარჯი ₾5.7 მლრდ/საშუალოთვიური დანახარჯი ₾1.9 მლრდ.

შეგახსენებთ, 2023 წელს საქართველომ ვიზიტორებისგან 12.9 მილიარდ ლარამდე შემოსავალი მიიღო, რაც 20.5%-ით აჭარბებდა 2022 წლის მაჩვენებელს.

მიმდინარე წელს მთავრობა ტურიზმიდან 4.5 მლრდ აშშ დოლარის მიღებას ელის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები