მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს ყაზახეთიდან ვიზიტები 22%-ით გაიზარდა

ტურიზმი

ყაზახეთიდან საქართველოში ვიზიტების რაოდენობა მზარდია. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2024 წლის პირველ ნახევარში, ყაზახეთიდან საერთაშორისო ვიზიტორების 70 298 ვიზიტი განხორციელდა, რაც წლიურად 21.7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

აღსანიშნავია, რომ ყაზახეთი ვიზიტების მიხედვით ქვეყნების რეიტინგში მეექვსე უმსხვილესი ბაზარია და მასზე მთლიანი ვიზიტორების 2.6% მოდის.

როგორც ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ინიციატივით, “თიბისი კაპიტალის” მიერ ეკონომიკური კავშირების შესახებ მომზადებულ ანგარიშშია აღნიშნული, ყაზახი ვიზიტორების რაოდენობა ზრდას განაგრძობს და ძირითად ქვეყნებს შორის ერთ-ერთი სწრაფად მზარდია. ანგარიშის თანახმად, ყაზახეთიდან ვიზიტორების სამომავლო ზრდის პოტენციალი არსებობს. აღსანიშნავია, რომ 2023 წელს მთლიან ვიზიტორებში ყაზახეთის წილმა 2.7% შეადგინა.

ცნობისთვის, 2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოში 2 687 927 საერთაშორისო ვიზიტორის ვიზიტი შედგა, რაც წინა წელთან შედარებით 6.3%-ით მეტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები