მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ცენტრ-პოინტით“ დაზარალებულ 200 ოჯახს „არქი“ ბინებით 2025 წლის ბოლომდე უზრუნველყოფს

centr-pointi

კომპანია „არქი“ „ცენტრ პოინტის“ მშენებლობით დაზარალებულ 200-მდე ოჯახს საცხოვრებელს ბინებს 2025 წელს გადასცემს. როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა შიო ხეცურიანმა გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას განაცხადა პროექტი წინასწარ შეთანხმებული გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს.

„მშენებლობის პირველი ფაზა ეს იყო იმ მოედნის და გარშემო პერიმეტრის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და გაძლიერება, რისთვისაც 4 მლნ ლარის ინვესტიცია დაგვჭირდა. ამან თითქმის 1 წელი წაიღო. ამჟამად უკვე დაწყებული გვაქვს სამშენებლო პროცესი და მიწისქვეშა 3 და მიწისზედა 2 სართული გვაქვს აშენებულია ერთ მხარეს და მეორე მხარესაც პროცესი გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიდის. დაზარალებულებსაც და ახალ არქელებსაც პროექტში ცხოვრების შესაძლებლობა დაპირებისამებრ 2025 წლის ბოლომდე მიეცემათ. ამ პროექტის ფარგლებში ბინა 200-მდე დაზარალებულ ოჯახს გადაეცემა“, - განაცხადა ხეცურიანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები