მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცენტრალური ბიუჯეტი რუსთავის მერიას ₾20 მილიონის სესხს გადასცემს - რა განაკვეთში გასცემს მთავრობა სესხს

რუსთავის საკრებულო

ცენტრალური ბიუჯეტი რუსთავის მერიას 20 მილიონი ლარის სესხს გადასცემს - ამის შესახებ მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განკარგულებიდან ირკვევა.

სესხის მიზნობრიობის თანახმად, განსაზღვრულია M2 და M3 ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვა, რაც ავტობუსებსა და მიკროავტობუსებს მოიცავს. სასესხო პირობების მიხედვით, ცენტრალური ბიუჯეტი რუსთავის მერიას კრედიტს ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთს +1%-ში გამოუყოფს რაც ამჟამად 9%-ს შეადგენს. კრედიტის ხანგრძლივობად 10 წელი განისაზღვრება.

დღესვე პროექტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ. მისი თქმით, მიღებული დაფინანსებით შემოდგომიდან რუსთავი-თბილისის მარშრუტზე ახალი ტრანსპორტი იმოძრავებს.

მისივე თქმით, საუბარია დაახლოებით 60 ერთეულ ახალ ავტობუსზე. რაც შეეხება მარშრუტებს, ჯერ დაზუსტებული არ არის და როგორც რუსთავის მერი აცხადებს, ამ საკითხზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს თბილისის მერიასა და საკრებულოსთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები