მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წერეთლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია - კალაძე

წერეთელი

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, წერეთლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულად დასრულებულია. როგორც დედაქალაქის მერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, დარჩენილია მხოლოდ გამწვანების საგაზაფხულო სამუშაოები, რომელიც რამდენიმე დღეს გაგრძელდება.

"წერეთლის გამზირზე სამუშაოების პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია. ამასთან დაკავშირებით რამდენიმეჯერ მოგვიწია განცხადების გაკეთება. ეს იყო მიწისქვეშა კომუნიკაციების, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, რათა ავტომობილებს თავისუფლად ჰქონოდათ გადაადგილების საშუალება და ვთქვით, რომ მარტის ბოლოსთვის დასრულდებოდა სხვა დანარჩენი სამუშაოები, ეს იყო გარე განათების ახალი ბოძების მონტაჟი, ელექტროგადამცემი ხაზების მიწისქვეშ ჩატანა, ნარჩენების მიწისქვეშა ურნების მოწყობა, ანუ ყველაფერი, რაც იყო გასაკეთებელი, მარტის ბოლომდე უნდა დასრულებულიყო. იყო გარკვეული ხარვეზები, რომლებიც საჭიროებდა გამოსწორებას. დღეს კი წერეთლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია", - განაცხადა თბილისის მერმა.

შეგახსენებთ, წერეთლის გამზირის რეაბილიტაციით დაკავებულ ორივე კომპანიას “ერ ტე დეს” (9 მლნ ლარი) და “მილენიუმ ბილდერ გრუპს” (22 მლნ ლარი) ხელშეკრულებები 16 იანვარს შეუწყდათ, რის მიზეზადაც კონტრაქტის პირობების დარღვევა და სამუშაოების უხარისხოდ და დაგვიანებით შესრულება გახდა. ამის შემდეგ კი, თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის დასრულებისთვის 4 კონტრაქტი გააფორმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები