მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

წეროვანში $10-მილიონიანი ინვესტიციით ახალი მულტიფუნქციური კომპლექსი გაიხსნა

ოქროს ლაგუნა

წეროვანში მულტიფუნქციური კომპლექსი „ოქროს ლაგუნა“ გაიხსნა. „ნამდვილი ჯგუფის“ ახალი პროექტის საინვესტიციო ღირებულება 10 მილიონ დოლარს აღემატება.

როგორც BMG‑ის ჯგუფის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ განუცხადა, კომპლექსი მულტიფუნქციურია და სივრცე ერთდროულად, დაახლოებით, 2000-მდე სტუმრის მასპინძლობას შეძლებს.

“შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულწილად, საქართველოსთვის ეს არის ახალი რეალობა, რომელიც აერთიანებს ბევრ და სხვადასხვა მიმართულებებს სერვისის კუთხით. ვფიქრობ, რომ დღესდღეობით, საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო მულტიფუნქციური სივრცეა შექმნილი“,- ამბობს შოთა ბურჯანაძე.

მისივე თქმით, „ოქროს ლაგუნა“ მოიცავს 600 სტუმარზე გათვლილ საბანკეტო დარბაზს, საცურაო აუზს, სასტუმროს ნომრებსა და კოტეჯებს, რესტორნებსა და გასართობ ცენტრებს.

შოთა ბურჯანაძის თქმით, პროექტის იდეა ბაზარზე არსებულმა მოთხოვნამ განაპირობა. განსაკუთრებით აქტუალურია თბილისთან ახლოს მდებარე დასასვენებელი სივრცეები მათთვის, ვინც ზაფხულის ცხელ დღეებში ქალაქიდან გასვლას, დასვენებასა და „გასტრო სიამოვნების“ მიღებას მოკლე დროით გეგმავს.

დასაქმების კუთხით, კომპანია პრიორიტეტს ადგილობრივ მოსახლეობას ანიჭებს. მიუხედავად სექტორში არსებული კადრების დეფიციტისა, ჯგუფი აქტიურად ეძებს მოტივირებულ პირებს.

კომპლექსის სრული დატვირთვით ამუშავება აპრილიდან იგეგმება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები