ტურისტული კომპანია Wonderland-ის ბიზნესის განვითარების მენეჯერი ქეთი დოჭვირი მიიჩნევს, რომ საქართველოში რუსულ გავლენებს წერტილი უნდა დაესვას.
როგორც მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა, საქართველოს ევროპული ოჯახის წევრად ჩამოყალიბება სჭირდება.
„ევროპისკენ სწრაფვა გვჭირდება რეალურადაც და ფსიქოლოგიურადაც, ვინც ამ ქვეყანას წარმოვადგენთ, იმიტომ რომ ჩვენი მოლოდინი უფლებების დაცვის მხრივ ის არის, რომ ჩვენი სახელმწიფო კონკრეტულ ადამიანებზე და ბიზნესებზე ზრუნავს", - განაცხადა ქეთი დოჭვირმა.
კითხვაზე, რას უნდა დაესვას წერტილი? მან უპასუხა, რომ "წერტილი რუსულ გავლენებს უნდა დაესვას".