მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წერტილი უნდა დაესვას სუფრის მიღმა სადღეგრძელოებს - ნიკა ნანუაშვილი

ნიკა ნანუაშვილი

BAG-ის იურიდიული დირექტორის ნიკა ნანუაშვილის მოსაზრებით, საქართველოს ევროკავშირის ბაზრის ათვისების დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა ამას ქვეყანა ვერ იყენებს. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში „წერტილი უნდა დაესვას სუფრის მიღმა სადღეგრძელოებს“ და გატარდეს რეფორმები, რაც ქვეყანას ევროპულ გზაზე წინსვლაში დაეხმარება.

„ამ ქვეყანაში წერტილი ბევრ რამეს უნდა დაესვას... მაგალითად, სუფრის მიღმა სადღეგრძელოებს, სადაც სასწაულ სურათებს ხატავთ ხოლმე, დაპირებებს ვიძლევით, მაგრამ საბოლოოდ, რაღაცები ისე არ მუშაობს როგორც უნდა მუშაობდეს. უნდა ვთქვათ და გავიაზროთ, რომ ჩვენ მტკივნეული რეფორმები გვაქვს განსახორციელებელი, პირველ რიგში ეკონომიკურ ნაწილში. ჩვენ ევროკავშირის ბაზრის ათვისების დიდი პოტენციალი გვაქვს და სამწუხაროდ ამას ვერ ვიყენებთ. ამ მიმართულებით უნდა ვიფიქროთ აქტიურად, რომ რაღაც შევცვალოთ. ერთბაშად [ევროკავშირის ბაზარს] ვერ ავითვისებთ, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ“, - განაცხადა მან.

ნიკა ნანუაშვილს მიაჩნია, რომ ქვეყანას განვითარებისთვის, უკეთესი განათლების სისტემა, მეტი დასავლური ინვესტიცია და მეტი მაღალი ტექნოლოგიები სჭირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები