მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"წერტილი უნდა დაესვას ზოგად საუბარს“ - გიორგი ჯახუტაშვილი

ყაზახეთი

ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარის გიორგი ჯახუტაშვილის აზრით, საქართველოში ზოგად საუბარს უნდა დაესვას წერტილი. ასე უპასუხა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის ტრადიციულ კითხვას. ბიზნესმენის თქმით, სიტყვას ყოველთვის საქმე უნდა მოჰყვეს.

„წერტილი უნდა დაესვას ზოგად საუბარს, ყველა მხრიდან - მათ შორის კერძო სექტორის მხრიდანაც. ჩვენი ეკონომიკური გაერთიანება კონკრეტულ ინიციატივებზე მუშაობს და უბრალოდ, ხელის ჩამორთმევისთვის არ გვინდა სადმე სიარული. მოკლედ, უნდა დამთავრდეს ტყუილი საუბარი და ყველა საქმეზე გადავიდეს. სახელმწიფოსგანაც უნდა იყოს კონკრეტული გზავნილები, რასაც გარკვეული მიმართულებით ვხედავთ, რაც სასიხარულოა, მაგრამ რაც ითქმის, ის უნდა გაკეთდეს; ასეთ შემთხვევაში, ბიზნესი უფრო მეტი ენთუზიაზმით გააგრძელებს საქმის კეთებას“, - თქვა ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარემ.


გიორგი ჯახუტაშვილი „აბრეშუმის გზის“ ფორუმს, რომელიც დღეს და ხვალ თბილისში იმართება, არ ესწრება.

„არდასწრების მიზეზი მარტივია - ჩვენი ამოცანა დღეს არ იყო კონტაქტების გაღრმავება, რადგან როგორც საქართველოს, ისე ყაზახეთის მთავრობასთან გვაქვს კონტაქტები გვაქვს და დღეს ისეთი საკითხები არ იყო, რომელიც ამ ფორუმის ფარგლებში კომუნიკაციას საჭიროებდა. როგორც ეკონომიკურ გაერთიანებას, კონკრეტული ამოცანები და ორგანიზაციული საკითხები გვაქვს, რომელთა გადაჭრაზე ვმუშაობთ. ჩვენი წევრების ნაწილი კი, მონაწილეობს ფორუმში და საჭირო კომუნიკაციას ამყარებს“, - თქვა ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები