ცესკო 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების 15:00 საათის მდგომარეობით, აქტივობის შედეგებს აქვეყნებს. არსებული ინფორმაციით, 15:00 საათისთვის საკუთარი ხმა დააფიქსირა 1,454,837 მოქალაქემ, რაც ამომრჩეველთა 41.62%-ია.
აქტივობები 15 საათისთვის წინა არჩევნებზე ასე ნაწილდებოდა: 2020 წლის არჩევნები 15 საათზე 36.45% (1,279,947 მოქალაქე), 2016 წლის არჩევნები 15 საათზე 34.79% (1,222,634 მოქალაქე), 2012 წლის არჩევნები 15 საათზე 44.99% (1,625,818 მოქალაქე).
ცესკოს მონაცემებით, 15:00-ის მდგომარეობით ყველაზე მაღალი აქტივობაა ასპინძაში - 56.72%, ხოლო ყველაზე დაბალი მარნეულში 29.28%.
ამომრჩეველთა აქტივობა ოლქების მიხედვით, 15:00-ის მდგომარეობით:
| ოლქი | ამომრჩეველი | მოსული | პროცენტი |
| ასპინძა | 9771 | 5542 | 56.72 |
| ამბროლაური | 11706 | 6554 | 55.99 |
| ხარაგაული | 18897 | 10447 | 55.28 |
| ცაგერი | 10430 | 5585 | 53.55 |
| ონი | 6967 | 3626 | 52.05 |
| ადიგენი | 15418 | 8016 | 51.99 |
| საჩხერე | 40200 | 20400 | 50.75 |
| ქედა | 15581 | 7570 | 48.58 |
| ჩოხატაური | 17366 | 8402 | 48.38 |
| ტყიბული | 20020 | 9603 | 47.97 |
| ვაკე | 110528 | 52441 | 47.45 |
| აბაშა | 19727 | 9356 | 47.43 |
| გურჯაანი | 49850 | 23522 | 47.19 |
| ჩხოროწყუ | 20829 | 9725 | 46.69 |
| თერჯოლა | 32032 | 14863 | 46.4 |
| თეთრიწყარო | 20017 | 9277 | 46.35 |
| ხონი | 21748 | 10081 | 46.35 |
| საბურთალო | 143099 | 66303 | 46.33 |
| დიდუბე | 61717 | 28551 | 46.26 |
| სიღნაღი | 27949 | 12930 | 46.26 |
| ბაღდათი | 20704 | 9559 | 46.17 |
| ახალციხე | 33535 | 15461 | 46.1 |
| ლენტეხი | 5795 | 2669 | 46.06 |
| დედოფლისწყარო | 20352 | 9347 | 45.93 |
| მთაწმინდა | 53540 | 24535 | 45.83 |
| მესტია | 8955 | 4098 | 45.76 |
| მცხეთა | 44995 | 20455 | 45.46 |
| ყვარელი | 27337 | 12421 | 45.44 |
| ხელვაჩაური | 43271 | 19647 | 45.4 |
| ვანი | 23356 | 10599 | 45.38 |
| ქარელი | 37212 | 16718 | 44.93 |
| მარტვილი | 30822 | 13727 | 44.54 |
| შუახევი | 14454 | 6408 | 44.33 |
| სენაკი | 38161 | 16777 | 43.96 |
| ხობი | 26500 | 11627 | 43.88 |
| ლანჩხუთი | 27254 | 11937 | 43.8 |
| ზესტაფონი | 52906 | 22917 | 43.32 |
| წყალტუბო | 49206 | 21221 | 43.13 |
| რუსთავი | 106310 | 45716 | 43 |
| ჭიათურა | 40801 | 17505 | 42.9 |
| ჩუღურეთი | 67233 | 28689 | 42.67 |
| ქობულეთი | 66235 | 28092 | 42.41 |
| დმანისი | 23068 | 9768 | 42.34 |
| ოზურგეთი | 58288 | 24671 | 42.33 |
| თიანეთი | 10797 | 4559 | 42.22 |
| კასპი | 38973 | 16387 | 42.05 |
| ნაძალადევი | 135315 | 56551 | 41.79 |
| ბორჯომი | 26643 | 11077 | 41.58 |
| ნინოწმინდა | 20724 | 8569 | 41.35 |
| გორი | 111656 | 46085 | 41.27 |
| ყაზბეგი | 5811 | 2396 | 41.23 |
| ლაგოდეხი | 38349 | 15780 | 41.15 |
| გლდანი | 150072 | 61561 | 41.02 |
| თელავი | 55050 | 22318 | 40.54 |
| ბათუმი | 154357 | 61834 | 40.06 |
| ხულო | 23221 | 9292 | 40.02 |
| ხაშური | 47874 | 19148 | 40 |
| ფოთი | 40512 | 16133 | 39.82 |
| სამტრედია | 43568 | 17264 | 39.63 |
| დუშეთი | 27226 | 10663 | 39.16 |
| საგარეჯო | 46471 | 18178 | 39.12 |
| წალენჯიხა | 27547 | 10753 | 39.04 |
| სამგორი | 150203 | 58406 | 38.88 |
| კრწანისი | 42028 | 15962 | 37.98 |
| ისანი | 117408 | 44427 | 37.84 |
| ახმეტა | 29486 | 11062 | 37.52 |
| ქუთაისი | 152506 | 56312 | 36.92 |
| ახალქალაქი | 37496 | 13674 | 36.47 |
| ზუგდიდი | 116968 | 40998 | 35.05 |
| ბოლნისი | 56341 | 19424 | 34.48 |
| წალკა | 19203 | 6488 | 33.79 |
| გარდაბანი | 74270 | 22439 | 30.21 |
| მარნეული | 101572 | 29739 | 29.28 |
26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას 3 113 747 ამომრჩეველი. წელს პირველად ეძლევა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა 135 922 ახალგაზრდას. გადასატანი ყუთის სიაში 64 238 ამომრჩეველია. სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნების სპეციალურ სიებში ამომრჩეველთა რაოდენობა კი 95 910-ია.




























