ცესკო 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების 17:00 საათის მდგომარეობით, აქტივობის შედეგებს აქვეყნებს. არსებული ინფორმაციით, 17:00 საათისთვის საკუთარი ხმა დააფიქსირა 1,768,816 მოქალაქემ, რაც ამომრჩეველთა 50.6%-ია.
აქტივობები 17 საათისთვის წინა არჩევნებზე ასე ნაწილდებოდა: 2020 წლის არჩევნები 17 საათზე 45.77% (1,607,530 მოქალაქე), 2016 წლის არჩევნები 17 საათზე 42.04% (1,477,262 მოქალაქე), 2012 წლის არჩევნები 17 საათზე 53.03% (1,916,395 მოქალაქე).
ოლქების მიხედვით, 17:00-ის მდგომარეობით აქტივობა ასე ნაწილდება:
ოლქი | ამომრჩეველი | მოსული | პროცენტი |
#39 ასპინძა | 9,771 | 6,327 | 64.75 |
#48 ხარაგაული | 18,897 | 12,025 | 63.63 |
#44 ამბროლაური | 11,706 | 7,437 | 63.53 |
#80 ქედა | 15,581 | 9,727 | 62.43 |
#50 საჩხერე | 40,200 | 24,626 | 61.26 |
#45 ცაგერი | 10,430 | 6,379 | 61.16 |
#38 ადიგენი | 15,418 | 9,383 | 60.86 |
#43 ონი | 6,967 | 4,173 | 59.9 |
#2 ვაკე | 110,528 | 65,851 | 59.58 |
#62 ჩოხატაური | 17,366 | 10,209 | 58.79 |
#3 საბურთალო | 143,099 | 83,016 | 58.01 |
#8 დიდუბე | 61,717 | 35,535 | 57.58 |
#1 მთაწმინდა | 53,540 | 30,805 | 57.54 |
#12 გურჯაანი | 49,850 | 28,382 | 56.93 |
#82 შუახევი | 14,454 | 8,117 | 56.16 |
#63 აბაშა | 19,727 | 11,058 | 56.06 |
#37 ახალციხე | 33,535 | 18,776 | 55.99 |
#13 სიღნაღი | 27,949 | 15,631 | 55.93 |
#69 ჩხოროწყუ | 20,829 | 11,649 | 55.93 |
#57 ტყიბული | 20,020 | 11,149 | 55.69 |
#83 ხელვაჩაური | 43,271 | 23,994 | 55.45 |
#27 მცხეთა | 44,995 | 24,905 | 55.35 |
#49 თერჯოლა | 32,032 | 17,693 | 55.24 |
#55 ხონი | 21,748 | 12,012 | 55.23 |
#65 მარტვილი | 30,822 | 16,992 | 55.13 |
#14 დედოფლისწყარო | 20,352 | 11,056 | 54.32 |
#53 ვანი | 23,356 | 12,668 | 54.24 |
#52 ბაღდათი | 20,704 | 11,217 | 54.18 |
#16 ყვარელი | 27,337 | 14,804 | 54.15 |
#26 თეთრიწყარო | 20,017 | 10,829 | 54.1 |
#33 ქარელი | 37,212 | 19,934 | 53.57 |
#47 მესტია | 8,955 | 4,768 | 53.24 |
#60 ოზურგეთი | 58,288 | 30,757 | 52.77 |
#66 ხობი | 26,500 | 13,975 | 52.74 |
#61 ლანჩხუთი | 27,254 | 14,338 | 52.61 |
#7 ჩუღურეთი | 67,233 | 35,366 | 52.6 |
#81 ქობულეთი | 66,235 | 34,750 | 52.46 |
#84 ხულო | 23,221 | 12,079 | 52.02 |
#36 ბორჯომი | 26,643 | 13,849 | 51.98 |
#64 სენაკი | 38,161 | 19,714 | 51.66 |
#51 ზესტაფონი | 52,906 | 27,288 | 51.58 |
#79 ბათუმი | 154,357 | 79,566 | 51.55 |
#19 თიანეთი | 10,797 | 5,550 | 51.4 |
#9 ნაძალადევი | 135,315 | 69,463 | 51.33 |
#56 ჭიათურა | 40,801 | 20,940 | 51.32 |
#20 რუსთავი | 106,310 | 54,100 | 50.89 |
#58 წყალტუბო | 49,206 | 24,925 | 50.65 |
#32 გორი | 111,656 | 56,343 | 50.46 |
#30 კასპი | 38,973 | 19,507 | 50.05 |
#10 გლდანი | 150,072 | 74,964 | 49.95 |
#17 თელავი | 55,050 | 27,332 | 49.65 |
#35 ხაშური | 47,874 | 23,660 | 49.42 |
#15 ლაგოდეხი | 38,349 | 18,751 | 48.9 |
#41 ნინოწმინდა | 20,724 | 10,122 | 48.84 |
#24 დმანისი | 23,068 | 11,245 | 48.75 |
#29 ყაზბეგი | 5,811 | 2,829 | 48.68 |
#54 სამტრედია | 43,568 | 21,102 | 48.43 |
#46 ლენტეხი | 5,795 | 2,790 | 48.14 |
#6 სამგორი | 150,203 | 71,359 | 47.51 |
#70 ფოთი | 40,512 | 19,161 | 47.3 |
#28 დუშეთი | 27,226 | 12,848 | 47.19 |
#11 საგარეჯო | 46,471 | 21,858 | 47.04 |
#68 წალენჯიხა | 27,547 | 12,915 | 46.88 |
#4 კრწანისი | 42,028 | 19,613 | 46.67 |
#5 ისანი | 117,408 | 54,577 | 46.48 |
#18 ახმეტა | 29,486 | 13,525 | 45.87 |
#59 ქუთაისი | 152,506 | 68,851 | 45.15 |
#40 ახალქალაქი | 37,496 | 16,750 | 44.67 |
#67 ზუგდიდი | 116,968 | 47,629 | 40.72 |
#23 ბოლნისი | 56,341 | 22,666 | 40.23 |
#25 წალკა | 19,203 | 7,684 | 40.01 |
#21 გარდაბანი | 74,270 | 27,376 | 36.86 |
#22 მარნეული | 101,572 | 35,572 | 35.02 |
26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას 3 113 747 ამომრჩეველი. წელს პირველად ეძლევა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა 135 922 ახალგაზრდას. გადასატანი ყუთის სიაში 64 238 ამომრჩეველია. სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნების სპეციალურ სიებში ამომრჩეველთა რაოდენობა კი 95 910-ია.